“გილოცავთ! 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა” – კალაძე
“გილოცავთ! 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა”, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და გიგა ოჩხიკიძის მიერ პარალიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ეხმაურება.
“გოგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარალიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენია.
წარმატებები ჩვენს პარასპორტსმენებს!”, – წერს კალაძე.