ინდოეთის ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 40 პირი

ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში, ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის არის 15 და სავარაუდოდ გაიზრდება. თითქმის 40 ადამიანი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განუცხადა Reuters-ს პოლიციის ოლქის ზედამხედველმა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები