სერგეი სობიანინი – მოსკოვზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა

მოსკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა.

უკრაინის არმიამ მოსკოვს 10 უპილოტო საფრენი აპარატით 21 აგვისტოს ღამით შეუტია. დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

მერის განცხადებით, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვზე დარტყმების შესახებაა ცნობილი, ეს, ჯერჯერობით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა იყო.

მისივე განცხადებით, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები.  დრონების ჩამოგდების შედეგად, წინასწარი ცნობებით, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები