როსტოვის ოლქის პროლეტარსკში, ნავთობის საცავში ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე, რომელსაც 18 აგვისტოს უკრაინელებმა დრონებით შეუტიეს, ხანძარი გაძლიერდა. საცავში ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა,- მის შესახებ სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი” რაიონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მეხანძრეები როსტოვის ოლქის პროლეტარსკში ნავთობის საცავში ხანძარს 4 დღეა აქრობენ, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 600 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

რუსულ ტელეგრამის არხებში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა უკვე მიაღწია ქალაქ დონის როსტოვს, რომელიც ნავთობის ბაზიდან 165 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები