ჯანმო: „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ახალი COVID-19 და მისი კონტროლი შესაძლებელია

„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ახალი COVID-19 და მისი კონტროლი შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა ექსპერტმა განაცხადა.

ვირუსის ახალი ვარიანტისა და გლობალური განგაშის შესახებ რეალური შეშფოთების მიუხედავად, ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა, დოქტორმა ჰანს კლუგემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ჩვენ ერთად შეგვიძლია – და „მაიმუნის ყვავილს“ აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ“.

„და ახლა ძლიერმა ქმედებებმა – მათ შორის ვაქცინების მიღწევის უზრუნველსაყოფად იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ – შეიძლება შეაჩეროს პანიკისა და უგულებელყოფის კიდევ ერთი ციკლი“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე თქმით, რისკი ზოგადი პოპულაციისთვის დაბალია.

„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა“, – დასძინა ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები