უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე დაიკავეს აგრესორი რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის 1263 კმ² და კონტროლი აიღეს 93 დასახლებაზე, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კურსკის ოლქში დამატებით 13 კვადრატული კილომეტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.
„უსაფრთხოების ზონის შექმნისა და სუმის ოლქში სამოქალაქო ობიექტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დაბომბვის შეწყვეტის, ასევე მოწინააღმდეგისთვის დასწრების მიზნით, თავდაცვის ძალების დაჯგუფებები კურსკის მიმართულებაზე შეტევით თავდაცვას აწარმოებენ.
კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეტევის წარმოების პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის თავდაცვის 28-დან 35 კილომეტრამდე სიღრმეში შევიდნენ, დაიკავეს ტერიტორიის 1263 კვადრატული კილომეტრი და კონტროლი დაამყარეს 93 დასახლებულ პუნქტზე“, – აღნიშნა სირსკიმ.