2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან რეკორდული ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე
2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან რეკორდული ღირებულების – 1.2 მილიარდი დოლარის 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მსგავსად, საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 000 შეადგინა.
პარალელურად, 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 69%-ით კი – სომხეთის მიმართულებით.