2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს აეროპორტები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 25.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა.
შესაბამის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 25.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 24.5 პროცენტით მეტი, 911.4 ათასი მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 26.1 პროცენტით მეტი, 882.7 ათასი მგზავრი.