გორდულაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ცდილობენ, ტყუილში ამყოფონ ქართველი ხალხი, რაც არ გამოსდით
„თავიანთ ქმედებებს და განცხადებებს ოკუპანტი ქვეყნის განცხადებებზე აგებენ ხოლმე და ყოველთვის ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში შფოთი შემოიტანონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
”მათთვის მთავარია, რომ როგორმე ჩვენი საზოგადოება მოატყუონ „კლიშე“ მიაწებონ ერთადერთ ეროვნულ ხელისუფლებას და ეროვნულ გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და ამ ყველაფერს ცდილობენ 2011 წლიდან მოყოლებული. 13 წელია, ერთსა და იმავეს იმეორებენ. ცდილობენ, ტყუილში ამყოფონ ქართველი ხალხი, რაც არ გამოსდით“, – აღნიშნა გორდულაძემ.