ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არასაბანკო სექტორზე მორგებული სპეციალური სასწავლო მოდული შეიმუშავა
ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არასაბანკო სექტორზე მორგებული სპეციალური სასწავლო მოდული შეიმუშავა. ტრენინგების სერია პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის სესხის გამცემი სუბიექტებისათვის (სგს) ჩატარდა.
3-დღიანი პროგრამის განმავლობაში, სესხის გამცემი სუბიექტების ძირითადი მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების წესებს. ყურადღება გამახვილდა საოპერაციო რისკების შემცირებისა და კორპორატიული მართვის გაძლიერების აუცილებლობაზე.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებული გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე. ღონისძიების დასასრულს კი, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.