“ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, დამოუკიდებელი პარტიები არიან” – მაჭავარიანი
“ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს დამოუკიდებელი პარტიები არიან, მათ არანაირი შანსი არ აქვთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“ჩვენი მოქალაქეები კარგად აზროვნებენ და კარგი მეხსიერება აქვთ. გუშინდელი გადაჯგუფებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ძველი სახეები შეუერთდნენ. ეს ხალხი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ნულოვანი რეიტინგის პოლიტიკურ სუბიექტებზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ.
ამ არჩევნებსაც დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით მოვიგებთ. ამბიცია გვაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ. პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა, მით უმეტეს, ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, იყო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა უშუალოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან”, – აღნიშნა დეპუტატმა.