უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დრონებით შეუტიეს. დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სასწრაფო დახმარების ორი მუშაკი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს გლადკოვი.
ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს.