სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პირველი სამმართველოს (ბათუმი) მეორე სასაზღვრო სექტორის (კირნათი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული რამაზ დ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 26 სექტემბერს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, კირნათში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=62Z6jSf0JkM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები