ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში მამაკაცმა შვიდი ადამიანი დაჭრა

ბერლინში, ლტოლვილთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა მარცანის რაიონში მოხდა, სადაც, 21 წლის ახალგაზრდამ ხალხს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენა.

დაშავებული დაცვის თანამშრომელი და ერთი პირი გერმანიის მოქალაქეები არიან, დანარჩენი ხუთი დაშავებული მოლდოველია. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის რეალური მოტივი გაურკვეველია, თუმცა, პოლიცია ვარაუდობს, რომ შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები