ზელენსკი მოკავშირეებს მოუწოდებს მიაწოდონ უკრაინას რაკეტები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისათვის რაკეტების მიწოდებისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აეროდრომებზე ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელა. უკრაინული დრონების სამიზნე ოთხი რუსული აეროდრომი იყო.
პრეზიდენტმა შეაქო უკრაინის სამხედროები რუსეთის აეროდრომებზე დროული და ეფექტური დარტყმების განხორციელებისთვის.
„ჩვენ გვჭირდება სხვა – სარაკეტო იარაღი. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს, უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.