სენატორი ვენსი: აშშ-მა ახალგაზრდების „სულელურ ომებში“ საბრძოლველად გაგზავნა უნდა შეწყვიტოს
შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიო პოლიციელის თამაში და თავისი ახალგაზრდა მოქალაქეების გაგზავნა „სულელურ ომებში“ საბრძოლველად, – ამის შესახებ აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ჩვენი ახალგაზრდების გაგზავნა შორეულ ადგილებში. ჩვენ არ ვართ მსოფლიოს პოლიცია. ჩვენი ახალგაზრდები უნდა გამოვიყენოთ როგორც რესურსი აქ, სახლში და არა მათ მთელ მსოფლიოში“, – თქვა ვენსმა.
ამასთან, მან თავისი „დემოკრატი“ მეტოქეები „სულელურ ომებში“ საბრძოლველად ხალხის გაგზავნაში დაადანაშაულა.
მანამდე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის გაწეული ამერიკული მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება და ქვეყანას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.