ოლქის გუბერნატორი: კურსკში, სოფელ გლუშკოვოს მაცხოვრებელთა სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება მივიღეთ

რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მაცხოვრებელთა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის გამგზავრების პროცესს კოორდინაციას სამართალდამცავი ორგანოები და სამხედროები გაუწევენ.

„რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა სოფელ გლუშკოვოს მაცხოვრებელთა სავალდებულო ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობის გამგზავრების პროცესს კოორდინაციას გაუწევენ სამართალდამცავი ორგანოები, სამხედროები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის „პატრიოტთა“ ცენტრის თანამშრომლები. ყველას ვთხოვ, დაიცვას რეკომენდაციები“, – წერს სმირნოვი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები