უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში ბუფერული ზონა შექმნეს
უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრო ლუბინეცმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
მისი თქმით, ის „შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, რომელზეც კურსკის ოლქში სტაბილიზაციის ღონისძიებების საკითხები განიხილეს“.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი, არამედ დაიცვას ყველა საერთაშორისო კონვენცია და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნები.