ზელენსკი : უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში წინ წაიწიეს

კურსკის ოლქში ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ, ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი რუსი სამხედრო, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა.

სირსკისთან თათბირის შემდეგ, ზელენსკიმ საკუთარ “ტელეგრამ” არხზე დაწერა, რომ ხელმძღვანელობა ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქცევს ყურადღებას.

„ჩვენ წინ მივდივართ კურსკის ოლქში, დღეს ორ კილომეტრამდე წინ წავიწიეთ სხვადასხვა რაიონში. ამ პერიოდის განმავლობაში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ ავიყვანეთ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ეს დააჩქარებს ჩვენი ბიჭებისა და გოგოების სახლში დაბრუნებას. არ გვავიწყდება ჩვენი აღმოსავლეთის ფრონტი. მე დავავალე მთავარსარდალს ამ მიმართულებით გაძლიერება“,- წერს ზელენსკი.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან განკარგულება გასცა, აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი შენაერთები ახლად მიღებული შეიარაღებით გააძლიერონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები