საფრანგეთში ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

საფრანგეთში,ორი გამანადგურებელი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერენ, ავიაკატასტროფა დღეს, შუადღისას, მერთი და მოზელის დეპარტამენტში მოხდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა პილოტმა შეჯახებამდე კატაპულტირება მოასწრო, იგი დაშავდა, თუმცა გონზეა. მეორე თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ინსტრუქტორსა და სტუდენტს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და მეტყევეები არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები