გერმანიაში, სავარაუდო დივერსიის გამო, ნატოს საჰაერო ბაზა დაიხურა
გეილენკირხენის საავიაციო ბაზა, რომელიც მდებარეობს დასავლეთ გერმანიაში, შესაძლო დივერსიის გამო დაიხურა, – ინფორმაციას Sueddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქმე სასმელი წყლის დაბინძურებას ეხება. ყაზარმები დაკეტილია და მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, დაბინძურებულია თუ არა ბაზის დამოუკიდებელი წყალმომარაგება.
დაუდასტურებელი ცნობებით, დივერსიის შესახებ ეჭვები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღნიშნული შემთხვევის მსგავსად, სასმელი წლის დაბინძურების გამო, ქალაქ კელნის მახლობლად მდებარე სამხედრო ყაზარმებიც დახურეს.
გამოძიებაში ჩართულია უსაფრთხოების სამსახურები.