ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: “ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას სხვადასხვა ოპერაციაში მათი ქვეყნის გასათავისუფლებლად”
ესტონეთი ყველანაირად მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის,- განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
„ჩვენი მხრიდან, მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყველანაირად – თანხით თუ სხვადასხვა საქონლით, რომლის წარმოებაც შეგვიძლია. ასე რომ, დიახ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას სხვადასხვა ოპერაციაში მათი ქვეყნის გასათავისუფლებლად და გამარჯვების მისაღწევად. გულახდილად რომ გითხრათ, პირადად მე, მათ წარმატებას ვუსურვებ“,- აღნიშნა კრისტენ მიხალმა.