“7×7”: კურსკის რეგიონში, დაახლოებით, ორი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ბედი უცნობია
კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების შეჭრის დაწყებიდან, დაახლოებით ორი ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ბედი უცნობია. მათთან არანაირი კავშირი არ არის, – ამის შესახებ იტყობინება გამოცემა “7×7”, რომელიც რეგიონიდან მოხსენებებს აანალიზებს.
„უკრაინის შემოჭრის პირველივე დღეებიდან დაკარგულთა უმეტესობასთან არანაირი კავშირი არ ყოფილა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლისას, საზღვრიდან შორს მდებარე სოფლებისა და ქალაქების მცხოვრებლები იწყებენ გაქრობას, ხშირად მთელი ოჯახი წყვეტს კომუნიკაციას”, – აღნიშნავს ” 7×7″.
მათი განმარტებით, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ რაიონში კომუნიკაციების შეფერხებებია და ადგილობრივი მოსახლეობა მიმალვას ან ევაკუაციას საკუთარი ძალებით ცდილობს.
14 აგვისტოს, კურსკის ოლქის მთავრობამ მკაცრად მოსთხოვა რეგიონის მცხოვრებლებს, ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ სოციალურ ქსელებში არ გამოაქვეყნონ, რადგან მტერს შეუძლია, ეს მონაცემები პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს.