რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კურსკის რეგიონზე თავდასხმებით, კიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების თემა შეაჩერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმამ კურსკის რეგიონზე, უკან დაიხია სამშვიდობო მოლაპარაკებების თემა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა, როდიონ მიროშნიკმა განაცხადა.
მინისტრი უკრაინის შეჭრას „ტერორისტულ ქმედებას“ უწოდებს და ამბობს, რომ არაადეკვატურ მტერთან მოლაპარაკებები არაბუნებრივია.
„უკრაინამ კურსკის რეგიონში ტერორისტული ქმედებებით, სულ მცირე, დიდი ხნით შეაჩერა სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივა. ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართულად გააკეთეს. არაბუნებრივია სამშვიდობო მოლაპარაკებები აბსოლუტურად არაადეკვატურ მტერთან“,- განაცხადა როდიონ მიროშნიკმა.