ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს,- ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი კურსკის რეგიონში წინსვლის გზით, რადგან რუსეთი რეგულარულად ბომბავს უკრაინის დედაქალაქ კიევს და იპყრობს მის ტერიტორიებს.

“უკრაინელების საქმიანობის შეზღუდვის მიზეზს ვერ ვხედავთ. ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს იმაზე, თუ რა სახის იარაღს და რა გზით გამოიყენებს უკრაინა. ყველაფრის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში”,- განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები