ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გადააყენეს

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბანგკოკის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ტავისინმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც თავის კაბინეტში თანამდებობაზე წარსულში ნასამართლევი ყოფილი ადვოკატი დანიშნა.

სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ხუთმა ხმა მისცა პრემიერ-მინისტრისა და მისი კაბინეტის გადაყენებას.

მმართველი პარტია ფეუ ტაიდის ხელმძღვანელობით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს წარადგენს, რომელსაც კენჭს უყრის 500-კაციანი პარლამენტი.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პოპულარული პროგრესული პარტია „წინსვლა“ დაშალა, რომელმაც გასულ წელს გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა. სასამართლომ მის ლიდერებს 10 წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები