უკრაინის აღმოსავლეთით, “ბოევიკები” საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ

უკრაინის აღმოსავლეთით, “ბოევიკები” საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ. ქვეყნის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა სულ მცირე 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებისა და ბლოკპოსტების მიმართულებით.
მისივე განმარტებით, ცეცხლის გახსნის გარდა, ტერორისტებმა არაერთხელ სცადეს შტურმის მიტანა დონეცკის ტერიტორიაზე, რომელსაც ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონრტროლებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სროლები ისმოდა დასახლებულ პუნქტებში, თუმცა ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები