“2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება” – ჩერგოლეიშვილი – ახალ პარტიაზე
“ევროპული საქართველოდან” გამოყოფილი ჯგუფი ახალ პარტიას – “ფედერალისტებს” ქმნის.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილია.
როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხვალ, 19:00 საათზე პარტიაზე განაცხადი გაკეთდება.
“ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა.
ყრილობას ჩავატარებთ სექტემბერში, რომ ჩვენს 900-ვე დელეგატს დაფუძნებაში როლი ჰქონდეს.
ცენტრალური ორგანიზაცია მალევე გაიმართება.
რეგიონებში პროექტებად ვიმუშავებთ (დეცენტრალიზებულად) და 25 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება”, – წერს ჩერგოლეიშვილი.