მურმანსკის ოლქიდან რუსი წვევამდელები კურსკის რაიონში გადაჰყავთ

მურმანსკის ოლქიდან რუსი წვევამდელები კურსკის ოლქში გადასაყვანად ემზადებიან,-  ამის შესახებ “ტელეგრამის” არხები წვევამდელების მშობლებზე დაყრდნობით იტყობინება.

მშობლების თქმით, წვევამდელებს, რომლებიც სამსახურში მხოლოდ ივლისში გამოიძახეს, ფიცის დადებისას შეატყობინეს კურსკის რეგიონში დაგეგმილი გამგზავრების შესახებ.

„ამჟამად სამხედრო ნაწილი ამზადებს წვევამდელებს კურსკის რაიონში სამუშაო ვიზიტისთვის. ეს ინფორმაცია 3 აგვისტოს სარდლობამ დაგვიდასტურა. ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 13 ივნისის განაცხადა, არ გააგზავნიდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცებს საბრძოლო ზონაში, ისინი მაინც მიჰყავთ”, – ნათქვამია მშობლების განცხადებაში.

წვევამდელების ნათესავებმა სამხედრო პროკურატურის სახელზე განცხადება დაწერეს და შექმნეს პეტიცია პრეზიდენტის მისამართით, რათა არ გაგზავნონ მათი ახლობლები საბრძოლო ზონაში. ეს ინფორმაცია დაადასტურა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც რუს ჯარისკაცებს იურიდიულ დახმარებას უწევს.

ინფორმაციისთვის, რუსული მედიის ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, ბრძოლების შედეგად, სულ მცირე, 159 წვევამდელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები