კურსკში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეუფერხებლად გრძელდება
ინტენსიურ ბრძოლებს უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის მილსადენთან, რომლითაც რუსეთი ევროპულ ქვეყნებს გაზით ამარაგებს, არ შეუფერხებია გაზის მიწოდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზის კომპანიები ავრცელებენ.
ასევე, რუსეთის „გაზპრომმაც“ განაცხადა, რომ ის კურსკის ოლქში მდებარე ქალაქ სუჯას გავლით, უკრაინაში ტრანზიტული გაზის მიწოდებას აგრძელებს.
უკრაინის გავლით გაზის მიმღებთა უმეტესობა აცხადებს, რომ ემზადებიან მიწოდების შეწყვეტისთვის წლის ბოლოსთვის, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურება, რადგან უკრაინაში განაცხადეს, რომ არ სურთ შეთანხმების განახლება.
ცნობისთვის, უკრაინიდან სლოვაკეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და უნგრეთში რუსული გაზი რვა წერტილიდან მიედინება.