რუსეთმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არმიის თანამშრომელი დააკავა
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB), სამხრეთ რუსეთში, სამხედრო ნაწილის თანამშრომელი უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
FSB-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალი უკვე კონტაქტში იყო უკრაინულ მხარესთან, როდესაც იგი შეუერთდა ქვედანაყოფს სამხრეთ სამხედრო ოლქში, 2023 წლის იანვარში.
”მან შეაგროვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ოლქის შემადგენლობაში შემავალი არსენალების, ბაზებისა და საწყობების შესახებ”, – ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.
ფაქტზე აღძრულია გამოძიება, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს ღალატს გულისხმობს.