უკრაინელებმა 17 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გააუვნებელყვეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.
“14 აგვისტოს ღამით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიას ავიაციის რაკეტებითა და კამიკაძეების შემტევი დრონებით შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 17 რუსული სამიზნე”, – განაცხადა ოლეშჩუკმა.
მისივე ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით სულ 23 დრონი და 2 X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, კიევის, ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვისა და ჟიტომირის რაიონებში.