იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს.

მიზეზად კიშიდამ მისი რეიტინგის კლება და ცხოვრების ხარჯების გაზრდის გამო, საზოგადოების უკმაყოფილება დაასახელა.

„პოლიტიკა ვერ იფუნქციონირებს საზოგადოების ნდობის გარეშე. ახლა ყურადღებას პარტიის ახლად არჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“, – განაცხადა კიშიდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები