ბელგოროდის ოლქში რეგიონული საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა დაწესდა, იგეგმება ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„ ვითარება ბელგოროდის რეგიონში კვლავ რჩება უკიდურესად მძიმე და დაძაბული. დღეიდან ვიღებთ გადაწყვეტილებას, ბელგოროდის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე გამოვაცხადოთ რეგიონული საგანგებო სიტუაცია, რათა დავიცვათ მოსახლეობა”, – განაცხადა გლადკოვმა.

მანვე დაადანაშაულა უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის დაბომბვაში და განაცხადა, რომ შემდგომში აპირებს, სამთავრობო კომისიას ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართოს.

ცნობისთვის, რუსეთში რეგიონული საგანგებო რეჟიმი ითვალისწინებს ადამიანებისა და ტრანსპორტის წვდომის შეზღუდვას და მოსახლეობის ევაკუაციას. საგანგებო სიტუაციების დონეები – ადგილობრივიდან ფედერალურამდე – განისაზღვრება მსხვერპლთა რაოდენობით და ზიანის მოცულობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები