ვედანტ პატელი: კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევის მომზადებაში აშშ ჩართული არ ყოფილა
შეერთებული შტატები კურსკის ოლქში უკრაინის თავდასხმის დაგეგმვისა და მომზადების ასპექტში ჩართული არ ყოფილა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
„ჩვენი როლი უკრაინის თავდაცვით ნაწილში მხარდაჭერაა. ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი იმაზე, რომ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ ამისთვის სჭირდებათ“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.