თეთრი სახლი – პუტინზე: მას შეუძლია დღესვე დაასრულოს ომი
ვლადიმერ პუტინს შეუძლია, დღესვე დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუ ასე შეშფოთებულია კურსკის რეგიონში არსებული ვითარებით,- ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ უკრაინის გვერდით იდგება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ბომბავს და კლავს უდანაშაულო ადამიანებს.
“ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასე იყო თავიდანვე. თუ მას რაღაც არ მოსწონს, თუ რაღაც არ აკმაყოფილებს, არის ძალიან მარტივი გამოსავალი – გამოვიდეს უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი”, – თქვა კირბიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, რომ კურსკის რეგიონში შეტევა დასავლეთის მიერაა კოორდინირებული, პუტინის პროპაგანდის ნაწილია.