უკრაინის საჰაერო ძალები: “რუსეთის მიერ გაშვებული 38 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 30 ჩამოვაგდეთ”

გასულ ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 38 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 30 ჩამოვაგდეთ, – ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ არხზე იუწყება.

მათივე ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას ორი “ისკანდერ-მ”/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია.

უკრაინის ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რაიონებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები