ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ჯგუფი “გუფი ლენდი”-ს კონცერტი გაიმართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ზაფხულის მუსიკალური საღამოების ფარგლებში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, ღია ცის ქვეშ, ჯგუფი “გუფი ლენდი”-ს კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“ჯგუფი მსმენელის წინაშე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერებით წარსდგა.
მუსიკალური საღამოების ფარგლებში,16 აგვისტოს, 21:00 საათზე – ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის კონცერტი გაიმართება, ხოლო 23 აგვისტოს, 21:00 საათზე – მუსიკალური პროექტი “შერეკილები”-ს კონცერტი გაიმართება” – წერია ინფორმაციაში.