მარია ზახაროვა: კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს რუსეთის რეგიონებზე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს, – ამის შესახებ უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.

მისივე თქმით, “კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება”.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს რუსეთის რეგიონებზე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს. სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები აშკარად ტერორისტული ხასიათისაა. ბარბაროსული ტერორისტული აქტები მიზნად ისახავს მკვლელობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას“, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები