უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ქრთამის აღების ფაქტზე კიდევ სამი პირი დააკავეს
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, ქრთამის აღების საქმეზე კიდევ სამი პირია დაკავებული.
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოძიების ინფორმაციით, ნახევარი მილიონის დოლარის სანაცვლოდ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ლვოვისა და ვოლინის ოლქების სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელ პირებს დაჰპირდა, რომ ფრონტის ხაზზე, კერძოდ, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქში არსებული მაღაროდან სამთო-მომპოვებელ აღჭურვილობას გადასცემდა.
საუბარია სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ უნიკალურ აღჭურვილობაზე, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებითაა განლაგებული. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ამ აღჭურვილობის ევაკუაციის თხოვნით სამთო-მომპოვებელი საწარმოების ხელმძღვანელებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მიმართეს, თუმცა მაღალჩინოსანმა ქრთამი მოითხოვა. გამოძიების ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ სამი პირი. ოთხივე ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია.