მედიის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მისი მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრეს.
მათივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად კიევში ნახევარ მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს.
მედიის წყაროების ცნობით, საუბარია ალექსანდრ ხეილოზე.