“საგანგაშო დილა გვაქვს” – ბელგოროდის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიურობის გამო, კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ის არხზე იტყობინება.

“კიდევ ერთხელ გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო! საგანგაშო დილა გვაქვს: მტერი აქტიურობს კრასნოიარუჟის ოლქის საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გაუმკლავდნენ წარმოქმნილ საფრთხეს. მაგრამ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების, უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, რომლებიც ცხოვრობენ კრასნოიარუჟსკის რაიონში“, – აცხადებს გუბერნატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები