მიხეილ სარჯველაძე: ზურაბიშვილს უკვე აღარაფერი აქვს საერთო ზეპარტიულ პრეზიდენტობასთან

“პრეზიდენტი აშკარად ცდილობს, რომ სამწუხარო ფაქტი და გარემოება საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს”, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერად იქცა.

„ზურაბიშვილს უკვე აღარაფერი აქვს საერთო ზეპარტიულ პრეზიდენტობასთან. მან დაკარგა ყოველგვარი განცდა იმისა, რომ ის შეიძლება იყოს ზეპარტიული. ის ჩართულია აქტიურ, პოლიტიკურ დებატში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. ის ამით იქცა ჩვეულებრივ ოპოზიციონერად, რომელიც არაფრით განსხვავდება ნებისმიერი ოპოზიციის ფლანგზე მოღვაწე პოლიტიკოსისგან“, – აღნიშნა სარჯველაძემ ,, ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები