დავით მათიკაშვილი: „დემოკრატიის ფესტივალი“ ეს არის ის შირმა, რომლის უკან წინასაარჩევნოდ ქართული ოპოზიციური ფლანგის დაფინანსება იმალება
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით დღეს, ქუთაისში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა.
„დემოკრატიის ფესტივალი“ ეს არის ის შირმა, რომლის უკან იმალება წინასაარჩევნო პროცესებში ქართული ოპოზიციური ფლანგის დაფინანსება იმ ძალების მიერ, რომელთაც ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ამის უფლება არ გააჩნიათ; არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უცხოეთიდან შემოედინებათ თანხები და მალავენ რა, მათ რეალურ მიზანს, ისინი საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან. ეუბნებიან, თითქოს, რაიმე ფორმით რაღაც ფესტივალებს ატარებენ. იქ, სადაც სააკაშვილის ფოტო გამოჩნდება და რადიკალური ოპოზიციის ინტერესი წამოიწევს წინა პლანზე, დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.