დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, თვითონ რადიკალურმა ოპოზიციამ, ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტმა, „ენჯეო“ სექტორის ნაწილმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყნის ინტერესები დაზიანებულიყო

„რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, თვითონ რადიკალურმა ოპოზიციამ, მისმა მედროშემ, ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, „ენჯეო“ სექტორის ნაწილმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ჩამოსული ვიზიტორების ინტერესები დაზიანებულიყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეების გადმორგვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მავნებლურ ძალებს ქვეყნის წარმატება არ სურთ.

“კენიის ხელისუფლების სასამართლო სტრუქტურებთან განუწყვეტელი რეკვის, უსაფუძვლო ბრალდებების ფონზე, ბუნებრივი სივრციდან ამოთხრილმა ბაობაბმა რამდენიმე წელი მისთვის არაბუნებრივ გარემოში ვერ გაძლო, სიცოცხლისუნარიანობა შეეზღუდა და სამწუხაროდ, გახმა ეს ხეები. პირდაპირი ბრალი, რა თქმა უნდა, მიუძღვით იმ მავნებლურ ძალებს, რომელთაც არ სურთ არც ქვეყნის წარმატება, არ უნდათ არც დენდროლოგიური პარკი, არც ჩამოსული ვიზიტორები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, შეკვეთილის დენდროპარკმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია ბაობაბის ხეების გახმობასა და გადმორგვის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები