ზელენსკი : უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს

უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა უკრაინის არმია შეაქო, პირდაპირი განცხადება კი რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე არ გაუკეთებია. რუსეთი, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ კიევმა საზღვრისპირა თავდასხმა დაიწყო.

როგორც მედია იუწყება, შესაძლოა, უკრაინელ სამხედროებს მკაცრი დუმილის სტრატეგია აქვთ არჩეული.

“ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას შედეგების მიღწევა შეუძლია. ამას ბრძოლის ველი აჩვენებს, სადაც ჩვენმა მებრძოლებმა არა მხოლოდ გაძლეს ოკუპანტების უფრო დიდი ძალის წინააღმდეგ, არამედ მას ისე ანადგურებენ, როგორც ეს საჭიროა უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის – დაცვისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები