მიხაილ პოდოლიაკი – “ომში აგრესორი იმას იღებს, რასაც იმსახურებს”
ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს.
როგორც პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რუსეთის აგრესია მოიცავს უცხო ტერიტორიების მიტაცების მცდელობებს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფას.
“რუსეთში მიაჩნიათ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ, დაუსჯელად დაესხნენ თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომი არის ომი, თავისი წესებით, სადაც აგრესორი აუცილებლად იღებს იმას, რასაც იმსახურებს”,- განაცხადა პოდოლიაკმა.