მიხაილ პოდოლიაკი : კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები დადებითად აისახება რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებაზე

უკრაინის ოპერაციები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს რუსეთში, კურსკის ოლქში, დადებითად აისახება რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს, არის მცდელობა სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.

“სანამ რუსეთის ფედერაცია ჩვენგან შესაბამის აგრესიულ პასუხს არ მიიღებს, ის ყველა ჩვენს წინადადებას რეაგირების გარეშე დატოვებს.

დღეს მათ აქვთ ომი, რომელიც ნელ-ნელა რუსეთის სიღრმისკენ მიიწევს. ეს მათ შეაშინებს? დიახ. შიშის გარდა ისინი სხვა რამეზე რეაგირებენ? არა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მტკიცებით, ნებისმიერი კომპრომისი რუსეთთან აღიქმება როგორც სისუსტე. რუსეთი მიდის კომპრომისებზე მხოლოდ მაშინ, როცა ომი მისი გეგმის მიხედვით არ მიდის.

„თუ რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებ, დაიჯერებენ, რომ დომინირებენ. როდის შეიძლება დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიგებენ, რომ ომი მათი გეგმის მიხედვით არ მიდის. სცენარი შეიძლება, შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებენ, რომ ამ ომში მათი დანაკარგები იზრდება”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები