ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედროები რუსეთში, კურსკის ოლქში 10 კილომეტრის სიღრმეზე შევიდნენ.
ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ჯავშანტექნიკა შევიდა პოზიციებზე 38K-030 მაგისტრალის გასწვრივ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრიდან, დაახლოებით 10 კილომეტრში.
ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა, სულ მცირე, ორი რუსული თავდაცვის ხაზი და გამაგრებული პუნქტი გაარღვიეს.
როგორც რუსულ წყაროზე დაყრდნობით, ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში 45 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
ამასთან, ანგარიშში სხვა რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, წერია, რომ უკრაინულმა ძალებმა, სულ 11 დასახლება დაიკავეს. ამჟამად ბრძოლები კორენოვოს და სუჯის მიდამოებში მიდმინარეობს.