მარია ზახაროვა: რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგს

რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს.

სპიკერის განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის ყოვლისმომცველი დახმარება გაუწიოს მხარეებს – თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას.
მისივე განმარტებით, რუსეთი მზადაა დაეხმაროს მხარეებს ამ რეგიონში არსებული სხვა პრობლემების გადაჭრაშიც.
“რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით, არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, ასევე თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის დიალოგს ხელი შეუწყოს, რათა მათ საერთო რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და მოგვარდეს სხვა დაგროვილი პრობლემები”, – აცხადებს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები